Tuesday, 12 September 2017

პროექტის მიზნები

1. მოსწავლეები შეძლებენ: მოიძიონ ინფორმაცია ბავშვებში გავრცელებული სხვადასხვა დაავადებების შესახებ, მოახდინონ ინფორმაციის მოძიება თელავის სხვადასხვა სკოლაში შშმ მოსწავლეების შესახებ თუ რამდენი მოსწავლე ყავს თვითეულ სკოლას, რა ტიპის შეზღუდვები აქვთ ამ ბავშვებს, რომელ კლასებში სწავლობენ, რა აინტერესებთ, რისი გაკეთება შეუძლიათ (შეიმუშავებენ და დაამზადებენ ანკეტა-კითხვარებს, დაუკავშირდებიან ინტერნეტის მეშვეობით სხვა სკოლების თვითმმართველობებს, გაუგზავნიან ელექტრონული ფოსტით შემუშავებულ ანკეტა კითხვარებს და მიიღებენ შევსებულ კითხვარს. გამოიკითხავენ მეგობრებში, ახლობლებში  თუ იცნობენ ასეთ მოსწავლეებს)

2. მიღებულ ინფორმაციას გაუკეთებენ ანალიზს: რამდენი შშმ მოსწავლეა თელავის სკოლებში, რა შეზღუდვების მქონე, რა ასაკის, რა შესაძლებლობების, რამდენი მოსწავლე შეძლებს ღონისძიებაში  მონაწილეობის მიღებას. ანალიზის შედეგებს ასახავენ დიაგრამების და ცხრილების საშუალებით.

3. დაახარისხებენ შესაძლებლობების მიხედვით მოძიებულ ინფორმაციას, შეაგროვებენ როგორც შშმ ბავშვების ასევე თავიანთი თანატოლების ნამუშევრებს, შეადგენენ კონცერტის და გამოფენის  პროგრამას, სადაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ შშმ ბავშვებთან ერთად, გადაიღებენ ვიდეო კლიპს, გააკეთებენ პრეზენტაციას, შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალას, რომელსაც გაუზიარებენ ყველა სკოლას.

No comments:

Post a Comment