Tuesday 10 October 2017

მე-8 დღის რეფლექსია

მოვაწესრიგეთ პორტფოლიო, განვათავსეთ ბლოგზე, ტრენერისაგან მივიღეთ კონსტრუქციული მითითებები, თითქმის დასასრულს ვუახლოვდებით, ტრენინგი შრომატევადი  მაგრამ მეტად ნაყოფიერია.

Friday 22 September 2017

მე-4 დღის რეფლექსია





ტრენინგის დასაწყისში მიმოვიხილეთ წინა ტრენინგებზე დამუშავებული მასალები და დავიწყეთ ახალი მასალის გაცნობა.
 სახელმძღვანელოდან და სასარგებლო რესურსებიდან გავეცანით პროექტების შეფასების სქემის ნიმუშებს, გავეცანით სტრატეგიებს, მეთოდებს და ინსტრუმენტებს, რომელიც შემდეგ ჩვენს პროექტს მოვარგეთ და გეგმის შაბლონში ავტვირთეთ.
ვისწავლეთ და პრაქტიკულად განვახორციელეთ ბლოგის ფონის შეცვლა.
ვისწავლეთ როგორ დავამატოთ ჩვენს ბლოგს გვერდები, პორტფოლიოს როგორ დავამატოთ საქაღალდეები და ა.შ. მივიღეთ დავალება, პროექტის გეგმის შაბლონში შევავსოთ გამოტოვებული ინფორმაცია და ავტვირთოთ ისეთ ფორმატში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ტრენერს ჩვენს ნამუშევარს გაეცნოს. 



Tuesday 12 September 2017

მე-3 დღის რეფლექსია

ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები.სახელმძღვანელოსი გავეცანით და განვიხილეთ მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვები. შევქმენით ახალი პოსტები პროექტის მიზნები და მიმართულების მიმცემი კითხვები. დავიყაფვით ჯგუფებად კათედრების მიხედვით და შევედით ერთმანეთის ბლოგებზე რეკომენდაციების მისაცემად. ტრენინგის განმავლობაში ხშირად ირთვებოდა ელექტრო ენერგია.