Saturday, 9 September 2017

პროექტის იდეა

პროექტის სახელწოდება: ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ! 



პროექტის მთავარი იდეა (თემა) : ბოლო დროს შეიმჩნევა მნიშვნელობავი ცვლვილებები და დადებითი ძვრები ინკლუზიური განათლების კუთხით. აქტიურად ხორციელდება შეზღუდული უნარების მქონე პირების ადაპტაცია საჯარო სკოლებში. მნიშვნელოვანია სკოლაში მყოფი ბავშვების ჯანსაღი დამოკიდებულება შშმ მოსწავლეების მიმართ, რათა ისინი სრულფასოვნად ჩაერთვნენ სასწავლო პროცესში და მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები. ამის ძალიან კარგი საშუალებაა  პროექტი სადაც აქტიურად ჩაერთვება ყველა მოსწავლე. პროექტის ფარგლებში  მოსწავლეები მოიძიებენ თელავის საჯარო სკოლებში თავიანთ მიერ შედგენილი ანკეტა კითხვარის გამოყენებით ინფომაციას თუ  რამდენი ასეთი მოსწავლეა თელავის თითოეულ სკოლაში, რა სახის შეზღუდვები აქვთ, რა უნარები აქვთ განვითარებული.

მიღებული ინფორმაციის ანალიზის და დახარისხების შედეგებს წარმოადგენენ დიაგრამების და ცხრილების საშუალებით. შეიმუშავებენ და დაგეგმავენ  ადაპტირებულ გამოფენა-კონცერტს სახელწოდებით: "ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!".

No comments:

Post a Comment