ტრენინგის დასაწყისში მიმოვიხილეთ წინა ტრენინგებზე დამუშავებული მასალები და დავიწყეთ ახალი მასალის გაცნობა.
სახელმძღვანელოდან და სასარგებლო რესურსებიდან გავეცანით პროექტების შეფასების სქემის ნიმუშებს, გავეცანით სტრატეგიებს, მეთოდებს და ინსტრუმენტებს, რომელიც შემდეგ ჩვენს პროექტს მოვარგეთ და გეგმის შაბლონში ავტვირთეთ.
ვისწავლეთ და პრაქტიკულად განვახორციელეთ ბლოგის ფონის შეცვლა.
ვისწავლეთ როგორ დავამატოთ ჩვენს ბლოგს გვერდები, პორტფოლიოს როგორ დავამატოთ საქაღალდეები და ა.შ. მივიღეთ დავალება, პროექტის გეგმის შაბლონში შევავსოთ გამოტოვებული ინფორმაცია და ავტვირთოთ ისეთ ფორმატში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ტრენერს ჩვენს ნამუშევარს გაეცნოს.
No comments:
Post a Comment