Saturday, 30 September 2017
Friday, 22 September 2017
მე-4 დღის რეფლექსია
ტრენინგის დასაწყისში მიმოვიხილეთ წინა ტრენინგებზე დამუშავებული მასალები და დავიწყეთ ახალი მასალის გაცნობა.
სახელმძღვანელოდან და სასარგებლო რესურსებიდან გავეცანით პროექტების შეფასების სქემის ნიმუშებს, გავეცანით სტრატეგიებს, მეთოდებს და ინსტრუმენტებს, რომელიც შემდეგ ჩვენს პროექტს მოვარგეთ და გეგმის შაბლონში ავტვირთეთ.
ვისწავლეთ და პრაქტიკულად განვახორციელეთ ბლოგის ფონის შეცვლა.
ვისწავლეთ როგორ დავამატოთ ჩვენს ბლოგს გვერდები, პორტფოლიოს როგორ დავამატოთ საქაღალდეები და ა.შ. მივიღეთ დავალება, პროექტის გეგმის შაბლონში შევავსოთ გამოტოვებული ინფორმაცია და ავტვირთოთ ისეთ ფორმატში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ტრენერს ჩვენს ნამუშევარს გაეცნოს.
Tuesday, 12 September 2017
მე-3 დღის რეფლექსია
ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები.სახელმძღვანელოსი გავეცანით და განვიხილეთ მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვები. შევქმენით ახალი პოსტები პროექტის მიზნები და მიმართულების მიმცემი კითხვები. დავიყაფვით ჯგუფებად კათედრების მიხედვით და შევედით ერთმანეთის ბლოგებზე რეკომენდაციების მისაცემად. ტრენინგის განმავლობაში ხშირად ირთვებოდა ელექტრო ენერგია.
პროექტის მიზნები
1. მოსწავლეები შეძლებენ: მოიძიონ ინფორმაცია ბავშვებში გავრცელებული სხვადასხვა დაავადებების შესახებ, მოახდინონ ინფორმაციის მოძიება თელავის სხვადასხვა სკოლაში შშმ მოსწავლეების შესახებ თუ რამდენი მოსწავლე ყავს თვითეულ სკოლას, რა ტიპის შეზღუდვები აქვთ ამ ბავშვებს, რომელ კლასებში სწავლობენ, რა აინტერესებთ, რისი გაკეთება შეუძლიათ (შეიმუშავებენ და დაამზადებენ ანკეტა-კითხვარებს, დაუკავშირდებიან ინტერნეტის მეშვეობით სხვა სკოლების თვითმმართველობებს, გაუგზავნიან ელექტრონული ფოსტით შემუშავებულ ანკეტა კითხვარებს და მიიღებენ შევსებულ კითხვარს. გამოიკითხავენ მეგობრებში, ახლობლებში თუ იცნობენ ასეთ მოსწავლეებს)
2. მიღებულ ინფორმაციას გაუკეთებენ ანალიზს: რამდენი შშმ მოსწავლეა თელავის სკოლებში, რა შეზღუდვების მქონე, რა ასაკის, რა შესაძლებლობების, რამდენი მოსწავლე შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას. ანალიზის შედეგებს ასახავენ დიაგრამების და ცხრილების საშუალებით.
3. დაახარისხებენ შესაძლებლობების მიხედვით მოძიებულ ინფორმაციას, შეაგროვებენ როგორც შშმ ბავშვების ასევე თავიანთი თანატოლების ნამუშევრებს, შეადგენენ კონცერტის და გამოფენის პროგრამას, სადაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ შშმ ბავშვებთან ერთად, გადაიღებენ ვიდეო კლიპს, გააკეთებენ პრეზენტაციას, შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალას, რომელსაც გაუზიარებენ ყველა სკოლას.
2. მიღებულ ინფორმაციას გაუკეთებენ ანალიზს: რამდენი შშმ მოსწავლეა თელავის სკოლებში, რა შეზღუდვების მქონე, რა ასაკის, რა შესაძლებლობების, რამდენი მოსწავლე შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას. ანალიზის შედეგებს ასახავენ დიაგრამების და ცხრილების საშუალებით.
3. დაახარისხებენ შესაძლებლობების მიხედვით მოძიებულ ინფორმაციას, შეაგროვებენ როგორც შშმ ბავშვების ასევე თავიანთი თანატოლების ნამუშევრებს, შეადგენენ კონცერტის და გამოფენის პროგრამას, სადაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ შშმ ბავშვებთან ერთად, გადაიღებენ ვიდეო კლიპს, გააკეთებენ პრეზენტაციას, შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალას, რომელსაც გაუზიარებენ ყველა სკოლას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა:
1. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანს განსაცდელის ღირსეულად გადატანაში?
თემატური კითხვა:
1. რა შეგვიძლია გააკეთოთ თქვენი თანატოლი შშმ ბავშვების ადაპტაციისთვის საზოგადოებაში?
2. რატომაა მნიშვნელოვანია სწორად და სრულყოფილად შედგენილი ანკეტა კითხვარი?
შინაარსობრივი:
1. რომელ პროგრამას გამოიყენებთ კითხვარი-ანკეტის შესაქმნელად?
2. რომელ ინსტრუმენტებს გამოიყენებთ ანკეტის შექმნაში?
3. რომელ ტექნოლოგიებს გამოიყენებთ ანკეტის გასავრცელებლად?
4. რომელ ბრძანებას გამოიყენებთ პრეზებნტაციის სლაიდ შოუს გასაშვებად?
Saturday, 9 September 2017
სტანდარტთან კავშირი
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
შეარჩევს მიზნის შესაფერის სტრუქტურას და ამ სტრუქტურის შესაფერის ციფრულ საშუალებებს
შეარჩევს მიზნის შესაფერის სტრუქტურას და ამ სტრუქტურის შესაფერის ციფრულ საშუალებებს
- ადეკვატურად შეარჩევს ციფრულ საშუალებებს ცნებების, ობიექტების და პროცესების გამოსახვისას;
- აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
- ახდენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირებას მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას;
- საკუთარი ციფრული მასალის გავრცელების და უკუგების მიღების მიზნით შეარჩევს შესაფერის საშუალებას და ხერხს. იყენებს უკუგების შედეგს და სხვების მონაწილეობას პროდუქტის გასაუმჯობესებლად.
- ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
- სისტემატურად ახდენს მონაცემების დაარქივებას, მონაცემთა ოპტიმალურად შენახვისა და დაზიანებული მონაცემების სწრაფად და მარტივად აღდგენის მიზნით.
- მსჯელობს სხვადასხვა ციფრულ საშუალებას შორის მონაცემთა მიღება-გადაცემის ფუნქციების და ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ;
- ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
- ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებული საძიებო სისტემების შესაძლებლობებს: ფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს და საძიებო ფრაზების სინტაქსს. აფასებს და მსჯელობს ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან შედარებით;
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის
- იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროექტებში) ციფრული მასალის შესაქმნელად;
ტექსტური რედაქტორის გამოყენება
- დოკუმენტის შაბლონი და მისი გამოყენება.
- უკანასკნელი ქმედებების ავტომატურად გაუქმება/გამეორება.
- დიაგრამები და მათი გამოყენება
- ტექსტური ველი და სხვა სახის ფორმები.
- ტექსტური რედაქტორის ინტეგრაცია სხვა ციფრულ საშუალებებთან.
ინტერნეტი
- ინტერნეტში სანავიგაციო საშუალება (ბრაუზერი) და მისი სამომხმარებლო ინტერფეისი: მისამართის ველი, სანავიგაციო ღილაკები, ფანჯრის სტანდარტული მენიუ.
პრეზენტაცია
- ახალი პრეზენტაციის შექმნა, შაბლონზე დაფუძნებული პრეზენტაციის შექმნა.
- პრეზენტაციის შენახვა სხვადასხვა ფორმატში.
- ახალი სლაიდის სახეობის შერჩევა და პრეზენტაციაში ჩასმა.
- ოპერაციები სლაიდებზე: წაშლა, რამდენიმე სლაიდის მონიშვნა, კოპირება, გადაადგილება.
- სლაიდში ტექსტის დაფორმატება.
- სლაიდში სურათის, დიაგრამის, გრაფიკული ელემენტის ჩასმა.
- სლაიდში ცხრილის ჩასმა.
- პრეზენტაციის ჩვენებისას ანიმაციის და სლაიდებს შორის გადასვლის ეფექტების გამოყენება.
- სლაიდებს შორის გადასვლის ავტომატიზაცია. გადასვლის დროის განსაზღვრა.
- პრეზენტაციის ინტეგრაცია სხვა ციფრულ საშუალებებთან.
მე-2 დღის რეფლექსია
ტრენინგის ყველა მონაწილემ ჩამოაყალი სიტყვიერად თავისი განსახორციელებელი პროექტის იდეა. შევქმენით ახალი პოსტი პროექტის იდეა და ჩავწერეთ განსახორციელებელი პროექტის იდეა.
პროექტი მორგებული უნდა იყოს და პასუხობდეს 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს. ჩამოვტვირთეთ აღნიშნული დოკუმენტი და შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი კრიტერიუმები, რომლებიც ჩავჭერეთ ახალ პოსტზე 21-ე საუკუნის უნარ ჩვევები.
გუგლ დერაივში შევქმენით პორტფელიოს შემადგენელი პაპკები:
1. კურსის რესურსები
2. მოსწავლის ნიმუში
3. სასწავლო პროექტის გეგმა
4. სასწავლო პროექტის დამხმარე
5. სურათები_აუდიო_ვიდეო
5.1. საავტორო უფლებები
6. შეფასებები
ასევე ეკრანზე შევქმენით სამუშაო პაპკა
გუგლ დრაივში შექმნილ პაპკაში - კურსის რესურსები ავტვირთეთ საგნის სტანდარტი და 21-ე საუკუნის უნარ ჩვევები, ხოლო პაპკაში სასწავლო პროექტის გეგმა - ელექტრონული სახელმძღვანელოდან ჩამოტვირთული სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, რომელიც გავხსენით გუგლის სივრცეში და შევავსეთ პირადი მონაცემები.
პროექტი მორგებული უნდა იყოს და პასუხობდეს 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს. ჩამოვტვირთეთ აღნიშნული დოკუმენტი და შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი კრიტერიუმები, რომლებიც ჩავჭერეთ ახალ პოსტზე 21-ე საუკუნის უნარ ჩვევები.
გუგლ დერაივში შევქმენით პორტფელიოს შემადგენელი პაპკები:
1. კურსის რესურსები
2. მოსწავლის ნიმუში
3. სასწავლო პროექტის გეგმა
4. სასწავლო პროექტის დამხმარე
5. სურათები_აუდიო_ვიდეო
5.1. საავტორო უფლებები
6. შეფასებები
ასევე ეკრანზე შევქმენით სამუშაო პაპკა
გუგლ დრაივში შექმნილ პაპკაში - კურსის რესურსები ავტვირთეთ საგნის სტანდარტი და 21-ე საუკუნის უნარ ჩვევები, ხოლო პაპკაში სასწავლო პროექტის გეგმა - ელექტრონული სახელმძღვანელოდან ჩამოტვირთული სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, რომელიც გავხსენით გუგლის სივრცეში და შევავსეთ პირადი მონაცემები.
21-ე საუკუნის უნარ ჩვევები
სწავლისა და
გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
● მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური
უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
● ტექნოლოგიის
გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის
საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების
საფუძვლიანი ცოდნა.
სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
● უნარ-ჩვევების
განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს
ჩატარება, ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;
პროექტის იდეა
პროექტის სახელწოდება: ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!
პროექტის მთავარი იდეა (თემა) : ბოლო დროს შეიმჩნევა მნიშვნელობავი ცვლვილებები და დადებითი ძვრები ინკლუზიური განათლების კუთხით. აქტიურად ხორციელდება შეზღუდული უნარების მქონე პირების ადაპტაცია საჯარო სკოლებში. მნიშვნელოვანია სკოლაში მყოფი ბავშვების ჯანსაღი დამოკიდებულება შშმ მოსწავლეების მიმართ, რათა ისინი სრულფასოვნად ჩაერთვნენ სასწავლო პროცესში და მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები. ამის ძალიან კარგი საშუალებაა პროექტი სადაც აქტიურად ჩაერთვება ყველა მოსწავლე. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ თელავის საჯარო სკოლებში თავიანთ მიერ შედგენილი ანკეტა კითხვარის გამოყენებით ინფომაციას თუ რამდენი ასეთი მოსწავლეა თელავის თითოეულ სკოლაში, რა სახის შეზღუდვები აქვთ, რა უნარები აქვთ განვითარებული.
მიღებული ინფორმაციის ანალიზის და დახარისხების შედეგებს წარმოადგენენ დიაგრამების და ცხრილების საშუალებით. შეიმუშავებენ და დაგეგმავენ ადაპტირებულ გამოფენა-კონცერტს სახელწოდებით: "ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!".
მიღებული ინფორმაციის ანალიზის და დახარისხების შედეგებს წარმოადგენენ დიაგრამების და ცხრილების საშუალებით. შეიმუშავებენ და დაგეგმავენ ადაპტირებულ გამოფენა-კონცერტს სახელწოდებით: "ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!".
Subscribe to:
Posts (Atom)